ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპოლომები გადაეცათ

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2012 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ. მინისტრის მოადგილემ სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.


ამერიკულ აკადემიას წელს 45 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს, მაგრამ საქმიანობის დაწყებას ისინი  მშობლიურ ქვეყანაში გეგმავენ.

ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშვილმა დააარსა. აკადემიას 350-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმრავლესობა ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის უნივერსიტეტებში, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიებში, მილანში ბოკონის უნივერსიტეტში, პარიზში ამერიკის უნივერსიტეტში, ლონდონში ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შოტლანდიაში სენტ ენდრიუსის,   ედინბურგის უნივერსიტეტებსა  და მრავალ სხვა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

 
გასულ წელს საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლად სწორედ,  გ.ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია დაასახელა. თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე