ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შეხვედრა საკვირაო სკოლების პედაგოგებთან

მასწავლებლის სახლში საკვირაო სკოლების პედაგოგების ტრენინგები მიმდინარეობს. ქართულის, ისტორიისა და გეოგრაფიის მასწავლებლები სამდღიან ტრენინგს გაივლიან. კვალიფიკაციის ასამაღლებლად საქართველოში სულ 22 ქვეყნის ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, საბერძნეთსა და უკრაინაში მხცოვრები ქართველი პედაგოგები. სატრენინგო პროგრამები თითოეული მათგანის საჭიროებების მიხედვით ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად  მომზადდა.

საკვირაო სკოლების მასწავლებლებს დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია და სამინისტროს მასწაველბელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი გია მამულაშვილი შეხვდნენ. მინისტრებმა თითოეულ მათგანს საჩუქრად ნეთბუქები გადასცეს. შეხვედრაზე საუბარი იყო საკვირაო სკოლების მუშაობასა და მათ საჭიროებებზე. დიმიტრი შაშკინმა მასწავლებლებს განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები გააცნო.

დიასპორის დღეების ფარგლებში საქართველოში სულ 55 ემიგრანტი მასწავლებელი ჩამოვიდა. მასწავლებლის სახლი საკვირაო სკოლებთან თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებს და ტრენინგების ჩატარებას საზღვარგარეთაც გეგმავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე