ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ

ქიმიის გამოცდის შემდეგ მეთორმეტეკლასელები დღეს ბიოლოგიის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი დილიდანვე თბილისის მე–60  საჯარო სკოლაში მივიდა და საატესტატო გამოცდების მიმდინარეობას აკვირდებოდა.

დღესაც გამოცდები ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მე–60 საჯარო სკოლაში, მსგავსად სხვა  სკოლებისა, ყველა პირობაა შექმნილი გამოცდების მაღალ დონეზე ჩასატარებლად, სკოლას 60–მდე მეთორმეტეკლასელი ჰყავს, ყველა მათგანმა ბარიერი წარმატებით გადალახა.

ქიმიის გამოცდის შემდეგ კვლავ უცვლელი რჩება საგნების მიხედვით საშუალო 8 ქულა შედეგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიკისა და ქიმიის გამოცდების შედეგები, რაც გასულ წელთან შედარებით ძალიან მაღალია. საბუნებისმეტყველო და ტექნიკური საგნების სწავლების გაძლიერებამ, გაზრდილმა მოტივაციამ, სკოლებში „აინშტაინის ლაბორატორიების“ დანერგვამ  მოსწავლეთა ამ საგნებით დაინტერესება გამოიწვია.

2011–2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები 30 მაისს  მათემატიკის გამოცდით დასრულება. რამდენიმეკვირიანი შესვენების შემდეგ 2012 წლის კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი ერთიან ეროვნულ გამოცდებს ჩააბარებს. სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოცდებისთვის მზადებას განარძობს.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე