ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების ადმინისტრირების მეორე კონფერენცია

აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული განათლების მართვის პროექტის ფარგლებში განათლების მართვის საკითხებზე მეორე წლიური კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია მიზნად ისახავს განათლების დარგის ახალი სპეციალისტების მოზიდვას განათლების ადმინისტრირებაში სტუდენტთა მომავალ პრაქტიკული  კვლევის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად. 

2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს–ანჟელესის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განათლების მართვის პროექტმა  განათლების ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს საქართველოში განათლების მართვის დეცენტრალიზაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. განათლების მართვის პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა 2012 წლის ივნისში დასრულდება.

კონფერენციაზე განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2010–2012 წლის ჯგუფის კურსამთავრებულებმა მათ მიერ პრაქტიკული კვლევის (პრობლემის ჯგუფურად გადაჭრის რეფლექსიური პროცესი, რომელიც სკოლებში განხორციელდა) შედეგად მომზადებული სამაგისტრო ნაშრომები  განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფაკულტეტის, მონაწილე სკოლების პრაქტიკული კვლევის კომიტეტების, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამსწრე წარმომადგენლებს გააცნეს.

პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს განათლების ადმინისტრირების ისეთი სფეროები, როგორიცაა ლიდერობა განათლების დარგში, სტრატეგიული მართვა და სკოლის საქმიანობის მართვა, ფინანსები, საკადრო რესურსების მართვა, შენობების და ობიექტების მართვა და უსაფრთხოება, განათლების სისტემები, ლიდერობა სწავლებასა და სასწავლო დარგში, სასწავლო პროგრამის შემუშავება, სტანდარტები და აკრედიტაცია, სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობა, განათლების პოლიტიკა და სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა.

კონფერენციის დასკვნით ნაწილში სკოლების პრაქტიკული კვლევის მონაწილე ინსიტიტუციებს სერტიფიკატები გადაეცათ.

Video


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე