ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დღეს საატესტატო გამოცდების ბოლო დღეა

30 მაისს დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები ბოლო, მათემატიკის გამოცდას აბარებენ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოცდების მიმდინარეობას კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლაში აკვირდებოდა.

კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ  სკოლას გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით  სტატუსი აღუდგა და დღეს იგი ერთ–ერთი გამორჩეული საჯარო სკოლაა, სადაც მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში რეაბილიტირებული პანსიონი ამოქმედდა, სადაც 100–ზე მეტი რეგიონებიდან ჩამოსული  მოზარდი ცხოვრობს.

სკოლას 120–მდე მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათ შორის ორი – ლაგოდეხელი გიორგი კომახიძე და თბილისელი ჯემალ შენგელია ფიზიკაში საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან. ორივე მათგანმა თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში გაიმარჯვა და ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება მიიღო.

კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკური  სკოლის მოსწავლეებმა ყველა საგანში მაღალი შედეგები აჩვენა, მათ შორის არიან მოსწავლეები, რომელთაც ყველა საგანში 10 ან 9–ზე მაღალი ქულა მიიღო.  ფიზიკის გამოცდაში 50  მოსწავლეს აქვს შეფასება 10.

მათემატიკის გამოცდა ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.

 

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე