ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

” Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის ხელახალი რეგისტრაცია ცხადდება

2012 წლის 4 ივნისს პროექტ Summer Job-ში მონაწილეობის მსურველი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ხელახალი რეგისტრაცია იწყება. საიტზე  www.summerjob.ge რეგისტრაცია დილის 9 საათიდან იქნება შესაძლებელი. დღეიდან კი, სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ წინასწარ შეარჩიონ სასურველი სამუშაო ადგილი. ვაკანსიების შესახებ ინფორმაციის მოძიება მათ ვებგვერდზე შეუძლიათ, რაც საშუალებას მისცემთ რეგისტაციის დღეს სასურველი სამუშაოს არჩევაში დრო აღარ დაკარგონ და პირდაპირ  რეგისტრაცია გაიარონ. სტუდენტებისთვის ვაკანტური 1500-ზე მეტი ადგილია.

პროგრამა Summer Job-ში სტუდენტთა რეგისტრაცია  20 მარტიდან დაიწყო და ინტერნეტით, დასწრების პრინციპით განხორციელდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დარეგისტრირებულ სტუდენტთა ნაწილის გეგმები შეიცვალა, ისინი პროექტს გამოეთიშნენ. ამ სტუდენტთა რაოდენობა 7%-ზე ნაკლებია. გამოთავისუფლებულ სამუშაო ადგილებზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 4 ივნისიდან ხელახალ რეგისტრაციას აცხადებს.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი ”Summer Job” საქართველოში წელს პირველად ხორციელდება. პროექტი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ზაფხულის არდადეგების პერიოდში 20 ივლისს ამოქმედდება და 20 აგვისტომდე გასტანს. მასში მონაწილეობა საქართველოში ავტორიზებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის სტუდენტებს შეუძლიათ. პროექტის ფარგლებში  ოცდახუთი ათასი სტუდენტი დასაქმდება და მათი ხელფასი 500 ლარი იქნება.

სტუდენტებს სამოცდაათამდე სფეროში დასაქმდებიან, კერძოდ: სახელმწიფო დაწესებულებებში, ბიზნეს და არასამთავრობო სექტორებში, იურიდიულ კომპანიებში, მუზეუმებში, საავადმყოფოებში, თვითმართველობის ორგანოებში და ა.შ. საპრეზიდენტო პროექტში  სახელმწიფო უწყებები და კერძო სექტორია ჩართული.

პროექტი ”Summer Job” გამიზნულია იმისათვის, რომ სტუდენტებმა კვალიფიკაციის ამაღლება და  გამოცდილების მიღება შეძლონ. გამომუშავებული თანხით კი  საკუთარი სწავლა დააფინანსონ ან  შემეცნების, მოგზაურობის, დასვენებისათვის და  ა.შ.  საკუთარი სურივილისამებრ გამოიყენოსნ. ამგვარი პრაქტიკა დანერგილია და წარმატებით ხორციელდება დასავლეთის ქვეყნებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე