ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მასწავლებლების გათავისუფლება არ იგეგმება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, იგი რეგიონებში ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში  გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ ხვდებიან პოლიტიკოსები და ატყობინებენ, რომ თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს.

დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მასწავლებლებთან კონტრაქტს აფორმებს სკოლის ადმინისტრაცია. მინისტრის განცხადებით, იგი ყველა  დირექტორს შეხვდა და მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება.

მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით არის ნებაყოფლობითი, ყველა მასწავლებელს შეუძლია რამდენჯერმე გავიდეს გამოცდაზე და გაიაროს სერტიფიცირება. გამოცდის შედეგი არის კონფიდენციალური და იგი არ მოქმედებს მის სამსახურზე. შედეგი მხოლოდ ხელფასზე აისახება.  

მასწავლებლის სახლი სწორედ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ამზადებს პედაგოგებს. ტრენინგები თბილისის პარარელურად, ქუთაისის მასწავლებლის სახლსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს.  მასწავლებლის სახლში ტრენინგების გავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სეციალურად ტრენინგებისთვის გამოყოფილი 10 აუდიტორია აღჭურვილია საჭირო აპარატურით. პედაგოგებს აქ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე