ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დირექტორების შეხვედრა პრემიერ მინისტრთან

საქართველოს პრემიერ მინისტრი ნიკა გილაური და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სკოლის დირექტორებს შეხვდნენ და მათთან ერთად შეაჯამეს 2011-2012 წლის საატესტატო გამოცდები. შეხვედრას იმ სკოლის დირექტორებიც ესწრებოდნენ, რომელთა მოსწავლეებმაც გამოსაშვებ გამოცდებზე განსაკუთრებით მაღალი შედეგები აჩვენეს.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგების მქონე 20 სკოლას შორის მხოლოდ 5 კერძო სკოლაა, დანარჩენი საჯარო სკოლებია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ წარმატებულ სკოლებს შორის რეგიონის სკოლები ჭარბობენ.  შედეგების მიხედვით რეგიონების სკოლებში სწავლის ხარისხი მნიშვნელოვნად ამაღლდა, რასაც ხელი სასწავლო გარემოს გაუმჯებესებამ შეუწყო. რეგიონებში ბევრი ახალი სკოლა აშენდა და გარემონტდა, საქართველოს მასშტაბით  სკოლები აღიჭურვა ახალი კომპიუტერებითა და  School Box-ებით, საბუნებისმეტყველო ”აინშტაინის ლაბორატორიებით”, დღეს სასწავლო გარემო ქალაქის სკოლასა და თანამედროვე სტანდარტების სოფლის სკოლაში იდენტურია.

ამაღლდა მასწავლებელთა ცოდნის ხარისხიც, მასწავლებელთა სახლებში მიმდინარეობს პედაგოგთა ინტენსიური გადამზადება. ყველა სკოლაში ინგლისურენოვანი მასწავლებელი ადგილობრივ პედაგოგთან ერთად მოღვაწეობს. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, საატესტატო  გამოცდების შეგეგებმა აჩვენა, რომ საქართველოში განათლების სისტემა სწორი მიმართულებით ვითარდება და ეს პროცესი შეუქცევადია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე