ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, მინისტრის მოადგილე  ნოდარ სურგულძე და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი სულხან სისაური ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორს, აშშ-ს პრეზიდენტის ბარაკ ობამას მრჩეველს სამეცნიერო საკითხებში რიტა კოლველს და მასთან ერთად საქართველოში მყოფ დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს. რიტა კოლველმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.

დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს დელეგაციას დეტალურად გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე