ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ მეტი მოსწავლე მიიღებს

საქართველოსა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2012-2013 სასწავლო წლიდან იზრდება იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც სახელმწიფოსგან სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ.  

ახალი სასწავლო წლიდან, სასკოლო სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და  მრავალშვილიანი ოჯახების შვილები. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემა იმ მრავალშვილიანთა ოჯახებს, რომელთა სამი ან მეტი შვილი სწავლობს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და ოჯახი არ განეკუთვნება ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას.

სასკოლო სახელმძღვანელოებს მოსწავლეები პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებენ. მანამდე კი, მათი მშობლები ვალდებულები არიან  რეგისტრაცია იმ სკოლებში გაიარონ, სადაც მათი შვილები სწავლობენ.  

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსწავლეთა მშობლები ვალდებულნი არიან 1-დან 15 ივლისამდე სკოლაში სოციალურად დაუცველთა ერთიანი ბაზიდან გაცემული ცნობა წარადგინონ. მათი სარეიტინგო ქულა 70 ათასს ან ნაკლებს უნდა შეადგენდეს.

მშობლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია მოსწავლეთა მართვის საინფორმაციო სისტემაში განთავსდება. მშობლების მიერ წარდგენილი ცნობა სოციალური სუბსიდიების სააგენტოში გადამოწმდება და მათი სისწორის შემთხევვაში, მოსწავლეები  სასკოლო სახელმძღვანელობს მიიღებენ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე