ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალი სკოლა აშენდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ჩოხატაურის რაიონის სოფელ ქვაბღაში ახალ სკოლა აშენდა. ახლადაშენებული სკოლა დღეს მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა  სეფერთელაძემ დაათვალიერა.

სოფელ ქვაბღის სკოლის ძველი, საუკუნოვანი ხის შენობა 1985 წლიდან ავარიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, რამდენიმე წელი ამ სკოლის 111 მოსწავლე დროებით თავშესაფარში არაკომფორტულ გარემოში სწავლობდა. დღეს სოფლის მოზარდები თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლაში  აგრძელებს სწავლას.

ახალი სკოლა თანამედროვედ არის აღიჭურვილი, სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი, შენდება სპორტული მოედანი.  ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.
2012 წელს სკოლა ათმა მოსწავლემ დაამთავრა, ყველა მათგანმა საატესატო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საწავლის გაგრძელებას გეგმავს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე