ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიებები გაიმართა

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სასწავლო წლის დამამთავრებელი საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. ”სპორტისა და დაჯილდოვების დღე” ბაქსვუდის სკოლაში  ტრადიციულად ყოველწლიურად იმართება. წელს ეს დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან, სკოლას პირველი გამოშვება ყავს. აღსანიშნავია, რომ ბაქსვუდის სკოლა სასკოლო გამოცდების შედეგის მიხედვით საქართელოს მასშტაბით მე-4 ადგილზე გავიდა.

2 ივნისს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლაში სხვადასხვა სპორტული და თეატრალიზებული წამოდგენები გაიმართა, ღონისძიების ბოლოს კი, დაჯილდოვების საზეიმო ცერემეონიალზე სხვადასხვა ნიშნით გამორჩეული და წარმატებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ. მოწვეული სტუმრთა შორის იყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი და ბაქსვუდის სკოლის დირექტორი (დიდი ბრიტანეთი)  ჯაილს სატონი.

ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს აკადემიური და არააკადემიური დისციპლინების საუკეთესო ტრადიციებისა და გამოცდილების სინთეზს სთავაზობს თავის აღსაზრდელებს. გარდა იმისა, რომ სკოლა მაღალი ხარისხის ზოგად განათლებას იძლევა,  აქ განსაკუთრებული ყურადღება  დისციპლინირებული და კანონმორჩილი თაობის აღზრდას ეთმობა.


სკოლის მთავარ უპირატესობას თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომა წარმოადგენს. მდიდარი საერთაშორისო გამოცდილება, მოტივირებული, პროფესიონალი პედაგოგები, კეთილგანწყობილი ადმინისტრაცია, მუდმივად განახლებადი და განვითარებადი სასწავლო პროგრამა  მაღალი შედეგების მიღების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე