ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

სამინისტროში გამოცდების საორგანიზაციო შტაბის მორიგი სხდომა ჩატარდა

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მენციერების სამინისტროში საორგანიზაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. შტაბის წევრთა განცხადებით, ისევე როგორც საატეტსტო, ასევე ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს წარმატებით დასრულდება და მის მაღალ დონეზე ჩატარდებას თავად უზრუნველყოფენ.

სამინისტროში გამართულ საორგანიზაციო შტაბის სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ. დიმიტრი შაშკინმა და შტაბის წევრებმა მუშაობის პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარებული  CAT-ის გამოცდები შეაჯამეს, რომელსაც მაღალი შეფასება მისცეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური თვალსაზრისით. დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგამოცდო პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, შეხვედრაზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს. 

2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალურად  გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით შეიქმნა. შტაბს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო შტაბის შემადგენლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე შედის.

ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და  გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები შეფასდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე