ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსთავის მეორე საჯარო სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის ღია გაკვეთილი გაიმართა

ღია გაკვეთილი მერვეკლასელებთან პრეზიდენტის სტიპენდიანტმა სერთიფიცირებულმა პედაგოგმა ქ-ნმა ეთერ ხარბედიამ ჩაატარა. თანამედროვე მეთოდებზე დაფუძნებულ ინტერაქტიულ გაკვეთილში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ, მათ როგორც ქართული ლიტერატურის ცოდნა, ასევე თავისუფალი აზროვნებისა და მსჯელობის კარგი უნარი გამოავლინეს. ლიტერატურის გაკვეთილი უახლესი კომპიუტერული ტექნოლოგიების,  კერძოდ, smart board-ის  გამოყენებით მიმდინარეობდა, რამაც უფრო საინტერესო და სახალისო გახადა საგაკვეთილო პროცესი.

ღია გაკვეთილს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, ქ. რუსთავის პროკურორი მირზა სუბელიანი, კინოთმცოდნე გოგი დოლიძე, რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები და საჯარო სკოლების დირექტორები დაესწრნენ.

რუსთავის მე-2 საჯარო სკოლა ქალაქის ერთ-ერთი წარმატებული სკოლაა. გასული წლის მონაცემებით, უმაღლეს სასწავლებელში სკოლადამთავრებულთა 100% გახდა სტუდენტი. მინიჭებული აქვს 9 ვარსკვლავი. მიმდინარე წელს ჰყავს 2 ოქროს მედალოსანი  მოსწავლე, 19 სერთიფიცირებული  და 2 მენტორი მასწავლებელი. სკოლა ასევე წარმატებულია 2011-2012 სასწავლო წლის მოსწავლეთა ეროვნულ ოლიმპიადასა და სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე