ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთათვის თბილისის საჯარო სკოლებში საპილოტე პროექტი წარმატებით დასრულდა. სასტუმრო ”რედისონში” პროექტის ”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში” შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართა, რომელსაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდის, არასამთავრობო ორგანიზაციების, თბილისის საჯარო სკოლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

პროექტი განხორციელდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) თანამშრომლობით და ფინანსური მხარდაჭერით.

საპილოტე პროექტი ”სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა ჩართვა ფიზიკურ აღზრდასა და სპორტში” თბილისის  ხუთ საჯარო სკოლაში (№10, №180, №21, №87, №60) განხორციელდა, სადაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 100-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა როგორც ფიზიკური აღზრდისა და სპორტის გაკვეთილებში, ასევე სხვადასხვა სპორტულ აქტივობაში და მათთვის თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

პროექტი 2011-2012 სასწავლო წელს დაიწყო. ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყრდნობით, საპილოტე სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის შეიქმნა ინდივიდუალური სასწავლო გეგმები, რომლებიც  თითოეული მოსწავლის შესაძლებლობებსა და საჭიროებებს   ითვალისწინებს.  ინდივიდუალური გეგმების  მიხედვით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება მოსწავლეთა სპორტის გაკვეთილებში ჩართვა. 

პროექტის ფარგლებში:  გადამზადდა ხუთივე  სკოლის სპორტის ყველა პედაგოგი, სპეცპედაგოგი და ფსიქოლოგი; მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა სამუშაო შეხვედრები და სემინარები როგორც პედაგოგებთან და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან,  ასევე მათ მშობლებთან;  ხუთივე საპილოტე სკოლას დაურიგდა სპეციალური სასპორტო ინვენტარი. გარდა ამისა, მომზადდა: სატრენინგო მოდულები და მცირე ტერმინოლოგიური ლექსიკონი სპორტის მასწავლებლებისათვის, საინფორმაციო ბუკლეტი და პლაკატი, პროექტის  გამოცდილების  საფუძველზე მომზადდა ზოგადი რეკომენდაციები სპორტის მასწავლებელთათვის, რომლითაც პედაგოგები მომავალშიც ისარგებლებენ.

ღონისძიებაზე გაიმართა პროგრამის მიმდინარეობის და შედეგების ამსახველი ფლეშ-ალბომის პრეზენტაცია. პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაში  მონაწილეობა მიიღო ”კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის” წარმომადგენელმა რატი იონათამიშვილმა, რომელმაც პროექტის ფარგლებში სემინარები ჩაუტარა საპილოტე სკოლების სპორტის მასწავლებლებსა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს.

ღონისძიების ბოლოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძემ და გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლის მოადგილემ საქართველოში ნადა მარასოვიჩმა სერტიფიკატები გადასცეს პროექტში მონაწილე პედაგოგებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე