ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადება

ბოლო დროს უპასუხისმგებლო ადამიანების მხრიდან კვლავ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან ე.წ ყალბი ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით და რითაც მათი მხრიდან  გრძელდება მცდელობა საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით. სამწუხაროა, რომ ჩვენს ქვეყანაში კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც სიცრუით მანიპულირებენ და ამით ცდილობენ პოლიტიკური ქულების დაწერას.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საზოგადოებას კიდევ ერთხელ განუმარტავს: ”ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად 2011 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოიცა ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი-ბრძანება, რომლის თანახმად 2011 წლის სკოლის კურსდამთავრებულთათვის განისაზღვრა სპეციალური სერიის მქონე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის - ატესტატების გაცემა. გამონაკლისი დაიშვა იმ მოსწავლეთათვის, რომლებიც სკოლის გამოსაშვევ გამოცდებზე არ დარეგისტრირდნენ ან ვერ მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დადგენილი სრული ზოგადი განათლების ატესტატის მისაღებად საჭირო საგნებში დადებითი შეფასება. სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის 300-მდე კურსდამთავრებულმა. ზემოაღნიშნული ბრძანების მიღების მთავარი მიზანი იყო საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების გაგრძელების ხელშეწყობა. ამასთან, სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატის მქონე მოსწავლეებს არ აქვთ საქართველოში ავტორიზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 12 ივლისის #453  ”უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ხელშეწყობის შესახებ” ბრძანება, როგორც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი კანონმდებლობის შესაბამისად, არ საჭიროებს რეგისტრაციას ნორმატიული აქტების სახელმწიფო რეესტრში. ბრძანების გაცნობა უზრუნველყოფილი იქნა დაინტერესებული პირებისთვის და 2011 წლის ზაფხულში იყო გამოქვეყნებული სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე