ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოს მე-5 დონე შეიქმნა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა სპეციალურად ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოს ახლადგამოცემული მე-5 დონის წიგნები თბილისის 73-ე აზერბაიჯანულენოვანი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს  წარუდგინა.

მინისტრმა ახალი წიგნები მოსწავლეებსა და სკოლის ბიბლიოთეკას გადასცა. 73-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე დიმიტრი შაშკინმა სახელმწიფო ენის ფლობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის ქართული ენის ცოდნა აუცილებელია. ეთნიკური უმცირესობებისთვის შექმნილი ქართული ენის სახელმძღვანელოთი მოსწავლეებს ქართულ ენას დაჩქარებულად შეასწავლიან.

ქართული ენის სახელმძღვანელოები პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტის ,,ქართული ენა მომავალი წარმატებისთის’’ ფარგლებში შეიქმნა. პროგრამა ქართული ენის გაძლიერებულად სწავლებას ითვალისწინებს. წიგნები დონეების მიხედვითაა დაწერილი და თორმეტ დონეს მოიცვას. ამ ეტაპზე გამოცემულია სახელმძღვანელოს ხუთი დონე, წლის ბოლომდე სახელმძღვანელოს თორმეტივე დონე დაიბეჭდება.

ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნისა და მოსწავლის რვეულისგან შედგება, მას თან ახლავს აუდიო დისკიც, სადაც სხვადასხვა საგანმანათლებლო თამაშებიცაა ჩატვირთული. ასევე შექმნილია მასწავლებლის მეთოდური გზამკვლევიც. სახელმძღვანელოები მოსწავლეებსა და მასწავლებლებს  უფასოდ ურიგდებათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე