ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები გადაეცათ

„ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ პროგრამის უცხოელი მოხალისე მასწავლებლები, რომლებმაც წარმატებით დაასრულეს 2011-2012 სასწავლო წელი, სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. უცხოელ მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები საქართველოს პრემიერ მინისტრმა ნიკა გილაურმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გადასცეს.

უცხოელი მოხალისე მასწავლებლები  საქართველოში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან  და  ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად  საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან.

პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ 2010 წელს  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დაიწყო და  მასში ათასობით უცხოელმა მოხალისე მასწავლებელმა  მიიღო მონაწილეობა.

აკადემიურ მხარესთან ერთად პროგრამის უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი კულტურული ასპექტი. უცხოელი მოხალისე მასწავლებლები მასპინძელ ოჯახებში ცხოვრობენ, ქართულ ტრადიციებს ეცნობიან და ითვისებენ, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ კი, ისინი საქართველოს კეთილი ნების ელჩები ხდებიან. პროექტი მესამე წელია წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე