ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

განათლების მართვის პროექტის შედეგები და გამოწვევები

განათლების მართვის სამწლიანი პროგრამა, რომელიც საქართველოს განათლების სისტემის მართვის გაძლიერებასა და განათლების პოლიტიკის მართვის ეფექტურობას უზრუნველყოფს, წარმატებით დასრულდა. პროგრამა Chemonics International, Inc.-მა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განახორციელა.

დღეს, Marriott Courtyard–ში პროექტის დასრულებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განათლების დარგის წარმომადგენლები პროგრამის მიღწევებსა და მიღებულ გამოცდილებას გაეცნენ. კონფერენციის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი, აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოადგილე  იოაკიმ პარკერი და კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში Chemonics–ის უფროსი, ვიცე–პრეზიდენტი ემეტ მორი მონაწილეობდნენ.

განათლების მართვის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა:

  • სკოლის ფინანსური მართვის და სკოლის ეფექტური ლიდერობის საკითხებში საქართველოს ყველა სკოლის დირექტორი გადამზადდა;
  • გაიზარდა საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ სკოლების ფინანსური რესურსების მართვაში გაწეული ხელშეწყობა;
  • შემუშავდა სკოლის დაფინანსების სქემა, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში ყველა მოსწავლის, მათ შორის, მაღალმთიანი რაიონების და მრავალეთნიკური სკოლების მოსწავლეთა განათლების თანაბარ დაფინანსებას;
  • სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ ძირითადი მოდულები შექმნა, რომელთა მეშვეობითაც სამინისტროს ეძლევა მონაცემების შეგროვება–ანალიზის, და შესაბამისად, მონაცემებზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღების  შესაძლებლობა;
  •  შეიქმნა სკოლის ფინანსური ანგარიშგების სისტემა, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემა, სასკოლო კატალოგი და მონაცემთა საცავი;
    • კალიფორნიის ლოს–ანჟელესის უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში   განათლების ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოყალიბდა და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე