ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის

ახალგაზრდა მეცნიერებისთვის პრეზიდენტის სამეცნიერო გრანტების კონკურსი გამოცხადდა. კონკურსის დეტალებზე  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. კონკურსის მიზანია მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, მათი პროფესიული წინსვლისა და საერთაშორისო სამეცნიერო ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა.

კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება ერთწლიანი კვლევები ათი სამეცნიერო მიმართულებით. პროექტი უნდა  ითვალისწინებდეს სამეცნიერო მივლინებას შესაბამისი დარგის საზღვარგარეთის წამყვან კვლევით ცენტრებში. თითოეულ გამარჯვებულ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 12-დან 15 ათას ლარამდე დააფინანსებს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია 30 წლამდე მაგისტრს ან დოქტორანტს და 35 წლამდე დოქტორს. გრანტის მაძიებელმა საკონკურსო განაცხადი მიმდინარე წლის 12 ივლისამდე შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ვებ-გვერდზე www. rustaveli.org.ge უნდა წარადგინოს. თითოეულ საკონკურსო პროექტს ორი დამოუკიდებელი ექსპერტი წინასწარ დადგენილი კრიტერიუმებით შეაფასებს.

მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა, აღზრდა და მათი პროფესიული წინსვლის ხელშეწყობა საქართველოში მეცნიერების განვითარების ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებული პრეზიდენტის გრანტები ახალგაზრდა მეცნიერთათვის. ეს კონკურსი  ჩვენი ახალგაზრდა მკვლევარების წარმატებული სამეცნიერო კარიერის ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია.

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე