ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ერთად ვიზრუნოთ პატარების განათლებასა და განვითარებაზე

მთაწმინდის პარკში ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული გაიხსნა. კვირეული რამდენიმე დღეს გასტანს და ბათუმში საზეიმოდ დაიხურება. ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ორგანიზებით იმართება.

კვირეულის მიზანია ბავშვის ადრეულ ასაკში განათლებასა და განვითარების მნიშვნელობასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება მშობლებისთვის, საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და ზოგადად საზოგადოებისთვის, მშობლებისა და აღმზრდელების.

კვირეულის ფარგლებში მრავალი საინტერესო ღონისძიებაა დაგეგმილი. 9 ივნისს ბომბორას პარკის ტერიტორიაზე მუშაობს საბავშვო ცენტრები - წიგნიერების, მოძრავი თამაშების, ხელოვნების, მეცნიერების, მუსიკის, კულინარიის და სხვა, სადაც პატარები გაერთობიან და პარალელურად, სხვადასხვა განმავითარებელ აქტივობაში ჩაერთვებიან.

სკოლამდელი ასაკის ბავშვის ფიზიკური, კოგნიტური, სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებისთვის ანალოგიური აქტივობები ძალზე მნიშვნელოვანია. კვირეულის ფარგლებში მშობლებს დაურიგდებათ სპეციალურად შემუშავებული ბუკლეტები ადრეულ ასაკში ბავშვის განათლებისა და განვითარების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტზე.

კვირეულის გახსნაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ნათია ჯოხაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში რულანდ მონაშმა, თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა ქაცარავამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ნინო თევდორაძემ.

ადრეულ ასაკში განათლებისა და განვითარების კვირეული საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქალაქებში (მარნეული, მცხეთა,  გორი, ხაშური, ჩოხატაური, ხობი)  გაგრძელდება და 13 ივნისს ბათუმში საზეიმოდ დაიხურება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე