ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

„აინშტაინის“ ლაბორატორია თბილისის №22 საჯარო სკოლაში

დიმიტრი უზნაძის სახელობის ქალაქ თბილისის №22 საჯარო  საჯარო სკოლაში  დაფუძნდა  სამოქალაქო  კლუბი „21 საუკუნე“,  რომელმაც USAID -ის ფარგლებში  სასკოლო მედია-ცენტრ „ლიბერტას“ პრეზენტაცია მოაწყო ღონისძიების სლოგანი იყო „მომავალი იწყება აქ“. პრეზენტაციაში მონაწილებდნენ: კლუბის წევრები, სამოქალაქო აქტიურობით გამორჩეული კლასები, პედაგოგები და მოწვეული სტუმრები.  სტუმრებმა დაათვალიერეს სამოქალაქო კლუბის ოთახი, რომელიც აღჭურვილია პროექტის ფაგლებში მოპოვებული ტექნიკითა და ინვენტარით.

 ეს  დღე გამორჩეული იყო იმითაც, რომ „ალუმნაის „ პროგრამის ფარგლებში სკოლის კურსდამთავრებულის  ლაშა ცეცხლაძისა და სკოლის პედაგოგების  მხარდაჭერით  საზეიმოდ  გაიხსნა „აინშტაინის“ სახელობის ლაბორატორია. მე-9  კლასელი მოსწავლეებისათვის პედაგოგმა ციცო  გოლიაძემ, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორმა ჩაატარა  ინტერაქტიური ქიმიის გაკვეთილი  თემაზე  “რეაქციის ტიპები“.  მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით შთამბეჭდავი  იყო გაკვეთილზე ჩატარებული საცდელ - ექსპერიმენტული  სამუშაოები.

ტექნიკური დარგების განვითარებისა და ხელშეწყობის მიზნით, ეტაპობრივად ყველა საჯარო სკოლა ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის თანამედროვე ლაბორატორიებით აღიჭურვება.

ლაბორატორიები სამი სრული კომპლექტისაგან შედგება და თითოეულში გაერთიანებულია კონკრეტული საგნის (ქიმია, ბიოლოგია, ფიზიკა) სასწავლო თემატიკის შესაბამისად შედგენილი 18 ქვეკომპლექტი.

თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიები მოსწავლეთა კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას მოემსახურება. მომავალში თითოეულმა მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულად მუშაობა, კვლევის ჩატარება, მისი შედეგის აღრიცხვა და გაანალიზება, სათანადო დასკვნის გამოტანა.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე