ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ნომერ პირველი რუსი ბლოგერი „ბლოგერების სახლში“

ცნობილი რუსი ბლოგერი რუსტომ ადაგამოვი, მეტსახელად „დრუგოი“ საქართველოში იმყოფება. ადაგამოვი დღეს ბლოგერების სახლში ქართველ ბლოგერებს შეხვდა და მასწავლებლის სახლი დაათვალიერა.

51 წლის ბლოგერმა ქართველ კოლეგებს საკუთარ ათ წლიან გამოცდილებაზე და რუსეთში სოციალური მედიის დღევანდელ მდგომარეობაზე ესაუბრა.

ადაგამოვმა ბლოგერობა 2002 წელს დაიწყო, მარტივი ზედმეტ სახელითა და აქტუალურ საკითხებზე წერით სულ მალე რეიტინგების სათავეში მოექცა, დღეს კი მის ბლოგს 75 ათასზე მეტი მკითხველი ყავს.

უცხოური გამოცემები მას რუსეთის ნომერ პირველ ბლოგერად  ასახელებენ.

„ბლოგერების სახლი - www.blogger.ge“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროექტია, რომლის მთავარ მიზანს საქართველოში ინტერნეტისთვის საგანმანათლებლო ფუნქციის გაზრდა წარმოადგენს.

პროექტი საკუთარ თავში დაინტერესებული პირების არა მხოლოდ ვირტუალურ ურთიერთობას, არამედ ამ ადამიანებს შორის რეალურ შეხვედრა-დისკუსიებსაც მოიცავს.

უახლოეს მომავალში „ბლოგერების სახლი“ ბლოგერთა მარათონს უმასპინძლებს.

ადაგამოვი  მასწავლებლის სახლში იქ მიმდინარე ტრენინგებსაც გაეცნო . მასწავლებლის სახლში ტრენინგები ერთმანეთის პარალელურად ყოველდღიურად ასობით პედაგოგ უტარდება. მოწვეულმა სტუმრებმა მიმდინარე ტრენინგები,  უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფიზიკის ლაბორატორია, რომელიც მასწავლებლის სახლს გერმანულმა კომპანია PHYWE-მა გადასცა, აინშტაინის  ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ლაბორატორია და კომპიუტერებით აღჭურვილი ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.  მასწავლებლის სახლი 24 საათიან რეჟიმში მუშაობს და პედაგოგებს სხვადასხვა მიმართულებით ემსახურება-მოკლე და გრძელვადიანი ტრენინგები პროფესიულ უნარებსა და ყველა სასკოლო საგანში, სემინარები, კონფერენციები, კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები ინგლისურ ენაში, კომპიუტერსა და მენეჯმენტში და სხვ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე