ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ეროვნული შეფასების მიმდინარეობას მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე, კოკა სეფერთელაძე №9 საჯარო სკოლაში ქართულ ენასა და მათემატიკაში მეოთხეკლასელთა ეროვნული შეფასების მიმდინარეობას დაესწრო.

ეროვნული შეფასება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება. მასში მონაწილეობდს 109 საჯარო სკოლა, 2 300 მეოთხეკლასელი, მათი მშობლები, 200 პედაგოგი და სკოლების დირექტორები.

ჩატარებული ეროვნული შეფასება მიზნად ისახავს, დაადგინოს, როგორია მეოთხეკლასელ მოსწავლეთა აკადემიური მიღწევის დონე ქართულ ენასა (კითხვა) და მათემატიკაში (რაოდენობრივი მსჯელობა) და რამდენად აღწევენ ისინი ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებს.

სკოლები შეირჩა მთელი საქართველოს მასშტაბით, შემთხვევითობის პრინციპით. მოსწავლეებმა შეასრულეს საგნობრივი სტანდარტისა და სასკოლო სახელმძღვანელოების გათვალისწინებით შედგენილი ტესტური დავალებები და შეავსეს კითხვარები, რომელშიც გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება კითხვის, მშობლიური ენისა და მათემატიკის შესწავლის მიმართ. სპეციალური კითხვარები შეავსეს ასევე სკოლის დირექტორებმა, მასწავლებლებმა და შეფასებაში მონაწილე მოსწავლეების მშობლებმა, რაც საშუალებას იძლევა, გამოიკვეთოს სწავლა-სწავლების პროცესის სრული სურათი, ასევე ის, თუ რა ფაქტორები ახდენს გავლენას მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე