ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს სამკერვალო სექტორისათვის მაღალკვალიფიციური კადრები მომზადდებიან

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერითა და აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID-ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა EPI) ფინანსური მხარდაჭერით ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ სამკერვალო საწარმოებისათვის აუცილებელი კადრები  საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მომზადდება. 

დღეს, კოლეჯში ღია კარის დღე გაიმართა, რომლის მიზანი იყო სამკერვალო საწარმოებისთვის, დიზაინერებისა და სამკერვალო დარგით დაინტერესებული სხვა პირებისთვის  ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში დანერგილი სამკერვალო ინდუსტრიის ახალი პროგრამების გაცნობა.

პროექტის - ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა EPI ფარგლებში, კოლეჯში საკერავი მანქანის ოპერატორებისა და მექანიკოსებისათვის სასწავლო პროგრამები დაინერგა. ასევე მოხდა კოლეჯის გადაიარაღება უახლესი დანადგარებით, მოეწყო შესაბამისი საამქროები, სადაც პროექტის მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები ახორციელებენ სწავლებას.

უახლოეს მომავალში „იბერიაში“ დაინერგება ხარისხის კონტროლის სასწავლო კურსი, სადაც კურსდამთავრებულებს შეეძლებათ გამოშვებული პროდუქციის ხარისხის სრული კონტროლი. ქუთაისის პროფესიული სასწავლებელი წარმოადგენს სამაგალლითო მოდელს იმ პროგრამისა, რომელსაც ეკონომიკური აღმავლობის ინიციატივა ანალოგიურად ახორციელებს საქართველოს სხვადასხვა პროფესიულ კოლეჯებში ოზურგეთში, თბილისსა და ბათუმში.

პროექტის ერთ-ერთ ამოცანას საქართველოში სამკერვალო სექტორის გაძლიერება წარმოადგენს. EPI ეხმარება ქართველ მწარმოებლებს ბაზრის ახალი ტენდენციების გაცნობაში,  წარმოებისა და პროდუქტიულობის ზრდაში, საერთაშორისო ბაზრებთან კავშირსა და ინვესტიციების მოზიდვაში.  

ღია კარის დღეს ქუთაისის პროფესიულ კოლეჯში „იბერია“ დაესწრნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძე და პროექტის ხელმძღვანელი თინა მენდელსონი.

 

 

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე