ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ახალ საგამოცდო მოდელზე სტრატეგიული კომისია მუშაობს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტრატეგიულ სამოქმედო გეგმაზე მუშაობა გრძელდება. დღეს, განათლების სისტემის განვითარების გეგმაზე მომუშავე საბჭოს წევრებმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული ერთიანი ეროვნული გამოცდების ახალი, “8+1“ მოდელი განიხილეს. სხდომას მინისტრი დიმიტრი შაშკინი უძღვებოდა.

ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე მუშაობას აგვისტოში დაასრულებს. აგვისტოდან დეკემბრამდე კი საქართველოს სკოლებში აპრობაციები ჩატარდება, რითაც ახლადშექმნილი სისტემა ყველა მიმართულებით შემოწმდება,  შემუშავდება ტესტების საგამოცდო ვარიანტები, დადგინდება შეფასების კრიტერიუმები.

როგორც ცნობილია, პრეზიდენტის ინიციატივით 2013 წლიდან საქართველოში ახალი საგამოცდო სისტემა დაინერგება. კერძოდ, უმაღლეს სასწავლებლებში ჩასაბარებლად მოსწავლეებს  მხოლოდ რვა საატესტატო და ერთი უნარ-ჩვევების გამოცდების ჩაბარება მოუწევთ. ექსპერტთა ჯგუფი ახალ მოდელზე უკვე მუშაობს. დღეს,  ახალ საგამოცდო მოდელზე სპეციალურმა კომისიამ  დაიწყო მუშაობა. 

მინისტრის განცხადებით, განათლების სისტემაში დაგეგმილი ნებისმიერი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვისას, ყურადსაღებია საბჭოს წევრთა თითოეული კომპეტენტური  წინადადება. ასეთ სამუშაო შეხვედრებზე გადაწყვეტილებები ხანგრძლივი მსჯელობის გზით მიღწეული  შეთანხმების საფუძველზე მიიღება და მასში კომისიის ყველა წევრის მოსაზრებაა გათვალისწინებული.

გრძელვადიანი სტრატეგიული გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის შემადგენლობაში განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წარმომადგენლები, საქართველოს წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რექტორები, საჯარო და კერძო სკოლების წარმომადგენლები შედიან. კომისია სამუშაო შეხვედრებს მომავალშიც გააგრძელებს და საზოგადოებას იმ პრიორიტეტებს წარუდგენს, რომელთაც სამინისტრო მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში ეტაპობრივად განახორციელებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე