ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

წლის საუკეთესოები დაჯილდოვდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012 წლის საუკეთესო მოსწავლე, მასწავლებლები, დირექტორი, მანდატურები, კერძო და საჯარო სკოლები და ასევე, საუკეთესო რესურსცენტრის ხელმძღვანელი გამოავლინა:
  • საუკეთესო  მოსწავლე-გურჯაანის რაიონის   სოფელ მახარაძის სოსო ღვინიაშვილის სახელობის საჯარო სკოლის მეთერთმეტეკლასელი თამაზ ბაღდავაძე;
  • საუკეთესო მასწავლებელი - თბილისის №76 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ლია კობესაშვილი;
  • საუკეთესო მასწავლებელი - პროგრამის ”ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის” მონაწილე, ნინოწმინდის რაიონის სოფელ ფოკას საჯარო სკოლის ქართული ენის მოხალისე მასწავლებელი  თეონა ჯუღელი;
  • საუკეთესო ინგლისურენოვანი მასწავლებელი - პროექტის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული,  მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანის ნიკო ბაგრატიონის(ბური) სახელობის №1 საჯარო სკოლის ამერიკელი მოხალისე პედაგოგი ჯეისონ დეივიდ ბრენდონი;
  • საუკეთესო სკოლის დირექტორი - თბილისის 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი დავით ლაგვილავა;
  • საუკეთესო მანდატურები -  თბილისის №76 საჯარო სკოლა - გელა ბეგდარაშვილი,  ზუგდიდის №8 საჯარო სკოლა - ბაბილინა ბარქაია, ქუთაისის №23 საჯარო სკოლა  - პაატა ნანავა; 
  • საუკეთესო  საჯარო  სკოლა - რუსთავის №4 საჯარო სკოლა;
  • საუკეთესო კერძო სკოლა - საერო სკოლა ”ალბიონი”;
  • საუკეთსო რესურსცენტრის ხელძღვანელი - სამტრედიის რესურსცენტრის უფროსი - ნინო შენგელია.

დიმიტრი შაშკინმა ზემოთ ჩამოთვლილ ნომინაციებში გამარჯვებულებს სპეციალურად დაწესებული ჯილდოები გადასცა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალშიც წაახალისებს წარმატებულ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და დირექტორებს, ასევე კერძო და საჯარო სკოლებსაც, რადგან მათ ჰქონდეთ მოტივაცია კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიონ.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე