ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ მათემატიკური კონკურსის „იმედი ხვალის“ გამარჯვებულებს პერსონალური კომპიუტერები გადასცა.

კონკურსში თბილისის  სკოლების III-VI კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ და მისი მიზანი განსაკუთრებული მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვების  ადრეულ ასაკში გამოვლენა იყო.

კონკურსი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა და მისი ორგანიზატორები იყვნენ: საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი „მზიური“, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე და  თბილისის 24-ე საჯარო სკოლა.

კონკუსის პირველ ტურში თბილისის სხვადასხვა სკოლებიდან   1200-მდე მოსწავლე მონაწილეობდა. მეორე ტურში 274 მონაწილე გადავიდა. დაჯილდოების ცერემონიაზე  მეორე ტურის შედეგები გამოცხადდა და გამარჯვებულებმა   დიპლომები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს.

მონაწილეები დაასაჩუქრეს და დიპლომები გადასცეს სასკოლო ოლიმპიადების სფეროში მოღვაწე მეცნიერებმა, საქართველოს მოსწავლეთა ინფორმატიკისა და მათემატიკის ნაკრებების მწვრთნელებმა, მიმდინარე და გასული წლების ეროვნული ნაკრებების წევრებმა, საერთაშორისო და ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადებზე წარმატებულმა სხვა მოსწავლეებმა.

კონკურსი ტარდება „ნიჭიერ ბავშვებთან მუშაობის პროგრამის“ ფარგლებში, რომელიც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ „მზიურში“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოქმედებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე