ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მოსწავლეებისთვის პროექტების კონკურსი ჩატარდა

საქართველოს განათლებისა  და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით, სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის  ჩატარდა  პროექტების კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით.”

კონკურსში მონაწილეობა  საქართველოს საჯარო სკოლების 3-5 მოსწავლისაგან დაკომპლექტებულმა 100-მა  გუნდმა მიიღო. კომისიამ  სამი გამარჯვებული გუნდი გამოავლინა. გამარჯვებულები 4000-4000 ლარითა და დიპლომებით დაჯილდოვდნენ.  10 გუნდს კი, კონკურსში წარმატებული მონაწილეობისათვის  წამახალისებელი სიგელები გადაეცა.

კონკურსი ”შეიცანი და გააცანი შენი მხარე ტურიზმის განვითარების მიზნით”  ორიენტირებული იყო მოსწავლეთა მიერ მათ მხარეში/ქალაქში ტურისტების მოზიდვის მიზნით, ლოკალური გარემოს შესწავლაზე. საბოლოო პროდუქტის სახით, მოსწავლეებს უნდა წარმოედგინათ ტურისტული პაკეტი, რომელშიც ასახული იქნებოდა მომსახურების წინასწარ განსაზღვრული ნაკრები: მგზავრობა, დაბინავება, კვება, ექსკურსიები და ა.შ. და გაფორმებული იქნებოდა  ტურისტის მოგზაურობის მიზნებისა და მოთხოვნების შესაბამისად.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ეროვნული სასწავლო გეგმებისა და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის ნათია ჯოხაძის განცხდაებით, ასეთი კონკურსები მოსწავლეებს სხვადასხვა საგანში შეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამოყენების საფუძველზე,  კრიტიკული აზროვნებისა და პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევებს უვითარებს.

ღონისძიების დასასრულს, გამარჯვებული გუნდების წარმომადგენლებმა თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია გამართეს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე