ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი რუს ექსპერტსა და მწერალს ლარისა ბურაკოვას შეხვდა. ლარისა ავტორია წიგნისა „რატომ გამოუვიდა საქართველოს“, რომელიც ორი წლის წინ გამოვიდა და დიდი დაინტერესება გამოიწვია. წიგნი ეხება საქართველოში გატარებულ რეფომებს, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, და იმ წარმატებების აღწერას რასაც მოკლე დროში საქართველომ მიაღწია.

ამ ეტაპზე ლარისა ბურაკოვა კვლავ საქართველოშია და თავისი წიგნისთვის აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რადგან წიგნი უკვე უკრაინაში დაიბეჭდება და უკრაინულად ითარგმნება. წიგნის ავტორი დაინტერესედა განათლებაში მიმდინარე რეფორმებითა და ცვლილებებით.

მინისტრთან ინტერიუს დროს საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს, ასევე ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებსა და გამოცდების  ახლ მოდელზე გადასვლას,სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლას, მასწავლებლების სასერტფიკაციო გამოცდებს, სკოლების ინტენეტიზაციას და კომპიუტერებით აღჭურვას.

წიგნის ავტორი აგრეთვე, დაინტერესდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერებისა და საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანის პროგრამით.

 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე