ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ქუთაისის უნივერსიტეტში უნიკალური ლაბორატორია გაიხსნა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოში მეორე SALiS-ის საბუნებისმეტყველო ლაბორატორია გაიხსნა. რამდენიმე თვის წინ ანალოგიური ლაბორატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა.

საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში მუშაობა არა მარტო სტუდენტებისთვის არამედ, მოსწავლეებისთვისაც იქნება შესაძლებელი და ეს საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულ სწავლებას შეუწყობს ხელს.

ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და  მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას.

განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციების ასათვისებლად და ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვის მიზნით, პროექტი მასწავლებლებისთვის ტრენინგებსაც ითვალისიწნებს. პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს. 

ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე