ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ჩართვა ქუთაისის მასწავლებლის სახლთან

სასერტიფიკაციო გამოცდებამდე ერთი თვით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და სამინისტროს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ქუთაისელ მასწავლებლებს შეხვდნენ. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში, თბილისის მასწავლებლის სახლიდან ქუთაისის მასწავლებლის სახლში პირდაპირი ჩართვის ფორმატით გაიმართა.

ქუთაისელმა მასწავლებლებმა საუბრისას ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილეს, როგორიცაა: სასერტიფიკაციო გამოცდები, საგამოცდო ტესტები, მოსამზადებელი ტრენინგები,  სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო დანამატი, საატასტატო და მისაღები გამოცდების ახალი ფორმატი ე.წ. 8+1   და სხვ. ონლაინ შეხვედრას სხვადასხვა საგნების პედაგოგები ესწრებოდნენ.

თბილისისა და ქუთაისის მასწავლებლის სახლებში უკვე რამდენიმე თვეა სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ინტენსიური ტრენინგები მიმდინარეობს. სასერტიფიკაციო გამოცდებზე წელს 41 ათასი პედაგოგი დარეგისტრირდა.  ტრენინგების გავლა პროფესიულ უნარებსა და ყველა საგამოცდო საგანში ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე