ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ინოვაციური ტექნოლოგიური კვლევების ხელშემწყობი ახალი სამეცნიერო საგრანტო კონკურსი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მეცნიერებაში ბიზნეს-სექტორის აქტიური ჩართვის კუთხით მუშაობას განაგრძობს. საქართველოში ინოვაციური ტექნოლოგიური ხასიათის კვლევების განვითარებისა და მათი კომერციალიზაციის მიზნით მიმდინარე წელს კიდევ ერთი ახალი მსხვილბიუჯეტიანი კონკურსი გამოცხადდება.

შოთა რუსთაველის ეროვნულ სამეცნიერო ფონდში დღეს პირველი მრგვალი მაგიდა გაიმართა, სადაც კონკურსის  პროექტსა და ძირითად ასპექტებზე იმსჯელეს. პროგრამის შემუშავებაში ფონდის ხელმძღვალებთან ერთად უმაღლესი სასწავლებლების რექტორები, მეცნიერები, მერიის, ბიზნესის და საქპატენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ. საგრანტო კონკურსის დებულება ტექნოლოგიების ტრანსფერთან დაკავშირებული ყველა დაინტერესებული მხარის რეკომენდაციის გათვალისწინებით ჩამოყალიბდება.
 
კონკურსის მიზანია სამეცნიერო ჯგუფებისა და ბიზნესის დაახლოება და ისეთი კვლევების დაფინანსება, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ახალი ან გაუმჯობესებული ტექნოლოგიის შექმნა-დამუშავებას.

თითოეულ გამარჯვებულ პროექტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კვლევის ხანგრძლივობის მიხედვით 25-დან 75 ათას ლარამდე დააფინანსებს.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე