ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

კოკა სეფერთელაძემ ახალციხეში ათოსნები დაასაჩუქრა და მასწავლებლებს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დღეს ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების 47 მეათეკლასელ მოსწავლეს პრეზიდენტის საჩუქარი - პერსონალური კომპიუტერი გადასცა და შემდეგ მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, კოკა სეფერთელაძემ სისტემაში განხორციელებულ და დაგეგმილ სიახლეებზე ისაუბრა და აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა მოახლოებულ ერთიან ეროვნულ, სამაგისტრო და მასწავლებელთა სასერტიფიკაციო  გამოცდებთან დაკავშირებით.  

ახალციხეში კომპიუტერებით ის მოსწავლეები დასაჩუქრდნენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს.

პროექტი რამდენიმე წელია ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები იმ პორტატული კომპიუტერებით საჩუქრდებიან, რომლებიც საქართველოში დამზადდა. საქართველოს მასშტაბით წელს 1022  წარმატებული მოსწავლე ჯილდოვდება.  

მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში დანერგვას.
 
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის. წარჩინებულ მოსწავლეთა  ამ მიმართულებით წახალისება  მომავალშიც გაგრძელდება.

2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე