ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა გაიმართა

მანდატურების ინიციატივით თბილისის საჯარო სკოლებში შაბათობა მოეწყო. 161 საჯარო სკოლის ეზოს და მის მიმდებარე ტერიტორიას დილიდან მანდატურები, მოსწავლეები და პედაგოგები ასუფთავებდნენ.

მანდატურები და მოსწავლეები, პედაგოგებთან ერთად  მთელი დღის განმავლობაში ასუფთავებდნენ სასწავლო დაწესებულებას.

მოსწავლეების თქმით მსგავსი აქციები ყველა მოსწავლესთვის სტიმულია სისიუფთავის დაცვისკენ და სკოლის მოვლისკენ, რადგან ყველა მოსწავლე დღის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს ჯანსაღ გარემოში უნდა ატარებდეს.

მანდატურების დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიზანია, თავად შეიტანონ გარკვეული წვლილი სკოლების დასუფთავებასა და ეკოლოგიურად უსაფრთხო და ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაში.

მანდატურების თქმით, ყოველთვიურად მსგავსი აქციის მოწყობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მოსწავლეები, პედაგოგები და მანდატურები სკოლის სისუფთავეზე, გამწვანებასა და ჯანმრთელი გარემოს შექმნაზე ერთად იზრუნებენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე