ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დავით ბაქრაძე CERN-ის გენერალურ დირექტორს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალურ დირექტორს, პროფ. როლფ-დიტერ  ჰოიერს შეხვდა.  საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ჰოიერი ასევე შეხვედება მეცნიერებს, უნივერსიტეტების რექტორებს, სტუდენტებს და საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მოსწავლეებს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ”CERN”-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის დეტალები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

პროფესორი ჰოიერი CERN-ს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს. 2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ ”CERN”-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის თანახმად, 2012 წლიდან  ”CERN”-ში მიმდინარე გრანდიოზულ პროექტებში, კიდევ უფრო მეტი ქართველი მეცნიერი ჩაერთო.

ამოქმედდა გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ცერნიდან საქართველოში მეცნიერები ჩამოდიან და ღია ლექციებს ყველა დაინტერესებულ პირს უტარებენ. ასევე საქართველოდან ცერნში  გამოცდილების მისაღებად  სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფები, მათ შორის ფიზიკის მასწავლებლები და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები მიემგზავრებიან.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ CERN-თან თანამშრომლობით, წელს პირველად ბაკურიანში საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა აამოქმედა.

თანამშრომლობა ”ცერნთან” მნიშვნელოვანია საქართველოში საბუნებისმეტყველო მეცნიერების განვითარებისა და ამ მიმართულებით მოღვაწე მეცნიერების საქმიანობის ხელშეწყობისთვის. ცენტრში ამჟამად 33 ქართველი მეცნიერი მუშაობს. ჩვენზე 10-ჯერ დიდ უკრაინას ამ პროექტში მხოლოდ 37 თანამშრომელი ჰყავს ჩართული, ხოლო სამხრეთ კორეას - 42.

მეცნიერების განვითარებისთვის საქართველოს მთავრობას შემუშავებული აქვს ძალიან სწორად გათვლილი, მკაფიო სტრატეგია. საქართველოს 2012 წლის ბიუჯეტში მეცნიერების განვითარებაზე 25 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ეს  კი დაახლოებით 2 000 ქართველ მეცნიერს საშუალებას მისცემს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პროექტებში ჩაერთოს. საქართველოს მთავრობა ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანის მეცნიერება საკუთარი თანხებით იყოს ჩართული მსხვილ საერთაშორისო  პროექტებში.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე