ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

CERN-ის პროფესორ როლფ ჰოიერის საჯარო ლექცია

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) გენერალური დირექტორმა, პროფესორმა როლფ ჰოიერმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია ჩაატარა.

ამავე დღეს, თსუ-სთან აქტიური თანამშრომლობისთვის და სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პროფესორ როლფ დიტერ ჰოიერს უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭა. როლფ ჰოიერის საჯარო ლექცია ეძღვნებოდა თემას - ფუნდამენტური კვლევები ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაცია CERN-ში.

პროფესორ ჰოიერის სამეცნიერო  სამუშაოები ელექტრო ნაწილაკების რეაქციების შესწავლასთან, ექსპერიმენტული ტექნოლოგიების განვითარებასა და დიდი  დეტექტორული სისტემების მშენებლობასთან არის დაკავშირებული. 15 წლის განმავლობაში მას საკმაოდ მაღალი თანამდებობი ეკავა ბირთვული კვლევების ევროპულ ორგანიზაციში (CERN), სადაც ოპალის ექსპერიმენტზე მუშაობდა, იყო DESY ლაბორატორიის დირექტორი, ასევე მრავალი სამეცნიერო კომიტეტისა და სათათბირო ორგანოს წევრი.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე კოკა სეფერთელაძე, თსუ-ს რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, სტუდენტები და აკადემიური წრეების  წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე