ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

ასპინძის რაიონის სოფელ მირაშხანში ახალი სკოლა შენდება

თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყო ასპინძის რაიონის საზღვრისპირა სოფელ მირაშხანში. სკოლის მშენებლობა დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ დაათვალიერა და სოფლის მოსახლეობას შეხვდა.

სოფელი მირაშხანი თურქეთის საზღვართან ორ კილომეტრში მდებარეობს. სოფელი 1984 წელს დაფუძნდა და იგი მაღალმთიანი აჭარის მეწყრული ზონიდან წამოსული მოსახლეობით არის დასახლებული. მართალია სოფელი მცირერიცხოვანია, მაგრამ მისი მდებარეობის გამო სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს.

აქამდე სოფელ მირაშხანის 70-მდე მოზარდი სახელდახელოდ აგებულ ფიცრულ შენობაში სწავლობდა. განსაკუთრებით მძიმე ბავშვებისთვის ზამთრის პერიოდი იყო, ვინაიდან შენობას შეშის ღუმელები ვერ ათბობდა. სოფლის ეს  დიდი პრობლემა ახალი სკოლის მშენებლობით გადაიჭრება.

2012 წლის შემოდგომიდან ამ სოფლის მოსწავლეები სწავლას უკვე თანამედროვე სკოლაში გააგრძელებენ. სკოლა ისევე იქნება აღჭურვილი თანამედროვე სასკოლო მერხებით, დაფებითა და ახალი კომპიუტერებით როგორც დიდი ქალაქების სკოლები.  სკოლას  ექნება თანამედროვე გათბობა, სპორტული დარბაზი, საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა.

კოკა სეფერთელაძის განცხადებით, სკოლების ინფრასტუქტურის გაუმჯობესება და თანამედროვე სტანდარტების სკოლების მშენებლობა განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთვარი პრიორიტეტია. ყველა მოსწავლეს უნდა ჰქონდეს საშუალება სრულფასოვანი განათლება თანამედროვე და კეთილმოწყობილ სკოლაში მიიღოს. ამ მიმართულებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე