ხატია დეკანოიძემ ქუთაისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასატარებლად ქ. ქუთაისში ორი
საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს. საქართველოს მასშტაბით კი სულ 17
საგამოცდო ცენტრი გაიხსნება.
წელს, ქ. ქუთაისში I საჯარო სკოლის ნაცვლად საგამოცდო ცენტრი ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეაბილიტირებულ შენობაში გაიხსნება. ხოლო მეორე საგამოცდო ცენტრი ისევ ანდრია რაზმაძის სახ. №41 საჯარო სკოლაში იფუნქციონირებს.
ქუთაისის საგამოცდო ცენტრებში 90-ზე მეტი სექტორია, ისინი წელს 1500 - მდე აპლიკანტს მოემსახურებიან.
აუდიტორიებში უკვე დამონტაჟდა კამერები. რამდენიმე დღეში კი დასრულდება მათი აღჭურვა ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით აბიტურიენტებისთვის 28 ივნისს და პედაგოგებისთვის 2 ივლისს დაიწყება. 6 ივლისს გრანტის გაუმჯობესების მაძიებელთათვის ჩატარდება გამოცდა, ხოლო 12-13 ივლისს გამოცდებზე მაგისტრანტობის კანდიდატები გავლენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 19 ივლისს დასრულდება, საბოლოო შედეგები კი 25 აგვისტოს გახდება ცნობილი.