ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში ”მომავლის კლასი” გაიხსნა

ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში 100 ”მომავლის კლასი” გაიხსნება.  ამ ეტაპზე ”მომავლის კლასების” რემონტი და მათი სათანადო ტექნიკით აღჭურვა მიმდინარეობს. სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ ამ ეტაპზე ქვემო ქართლში უკვე კეთილმოწყობილი და გახსნისთვის მზადაა 20 ახალი ”მომავლის კლასი”, მათ შორის - რუსთავის №2, №4,  №5,  №18, №21, №22, №23, №24  სკოლებში. დღეს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და ქვემო ქართლის გუბერნატორმა დავით კირკიტაძემ  „მომავლის კლასი“  რუსთავის №24 საჯარო სკოლაში გახსნეს.  

ახალი სასწავლო წლიდან „მომავლის კლასები“ გარდაბნის №1, თეთრიწყაროს №1, მარნეულის №6,  დმანისის №1, წალკის №2, ბოლნისის №1 საჯარო სკოლებში ამოქმედდება. მუშაობა საქართველოს მასშტაბით  ამჟამად კიდევ სხვადასხვა რეგიონის 80  სკოლაში მიმდინარეობს.

ულტრათანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ,,მომავლის კლასებში’’ ინტერაქტიული „ჭკვიანი დაფა” და სენსორული  მონიტორებია დამონტაჟებული. მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ  ინტეგრირებული გაკვეთილები ჩაატარონ, ხოლო სპეციალური მონიტორები სასწავლო პროცესში მოსწავლეების მაქსიმალურ ჩართულობას  უზრუნველყოფს. მონიტორის საშუალებით  მასწავლებელს საშუალება აქვს თვალყური ადევნოს მოსწავლეების მუშაობას, საჭიროების შემთხვევაში დახმარება გაუწიოს,  გაუგზავნოს კომენტარი და მისცეს რჩევები.
  • მრავალფუნქციურ საკლასო ოთახში შესაძლებელია ჩატარდეს: ინგლისურის, ქართულის, ქიმიის, ბიოლოგიის, ფიზიკის, გეოგრაფიის, გეომეტრიის  გაკვეთილები;
  • სხვადასხვა საგნების სწავლებისას გამოყენებული იქნას ვირტუალური ლაბორატორიები და სასწავლო ”იარაღები” (სახაზავი, ტრანსპორტირი, ფარგალი და სხვადასხვა ფიგურების ასაგები ხელსაწყოები);
  • მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეინახონ და შემდგომ გამოიყენონ  ჩატარებული გაკვეთილების ელექტრონული ვერსიები;
  • კლასში შესაძლებელია ახალი მასალის ეფექტური პრეზენტაცია, კლასს გააჩნია მაღალი ხარისხის ვიზუალიზაცია  და აუდიო სისტემა.
 

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე