ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

CERN-ის გენერალური დირექტორი საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოში ვიზიტად მყოფი ბირთვული კვლევების ევროპის ცენტრ CERN-ის გენერალური დირექტორი, პროფ. როლფ-დიტერ  ჰოიერი  დღეს, ბაკურიანში საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ეწვია. მან მოსწავლეებს ლექცია წაუკითხა და მათ კითხვებს უპასუხა.

საქართველოში მეცნიერების განვითარების და პოპულარიზაციის მიზნით, 2012 წლის 17 ივნისიდან 7 ივლისამდე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, CERN-თან თანამშრომლობით, წელს პირველად საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლას ახორციელებს.

საზაფხულო სკოლა ბაკურიანშია ორგანიზებული და მასში 110 მოსწავლე მონაწილეობს. მათგან 70-საქართველოს, ხოლო 40 - მოლდოვის, უკრაინის, სომხეთისა და აზერბაიჯანის სკოლის უფროსკლასელები არიან. საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში - მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და ინფორმატიკაში გამარჯვებული მოსწავლეები არიან.

საზაფხულო სკოლაში მოსწავლეები წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტების ლექციებს ისმენენ და ლაბორატორიულ მეცადინეობებში იღებენ მონაწილეობას. სწავლება სრულად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს.  აკადემიურ ნაწილთან ერთად, დღის მეორე ნახევარი სპორტული და შემეცნებითი არაფორმალური ღონისძიებებით არის დატვირთული.

მოსწავლეები ბანაკების პირველივე დღიდან განაწილდნენ სხვადასხვა “ჰაუზებში”, რომლებიც ატარებენ ცნობილი მეცნიერების სახელებს. აღნიშნული “ჰაუზები” საზაფხულო ბანაკების პერიოდში ყოველდღიურად ეჯიბრებიან როგორც ინტელექტუალურ, ასევე სპორტულ შეჯიბრებებში და აგროვებენ დამატებით ქულებს. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ თვითონაც შექმნან ინტერესთა ჯგუფები და დაგეგმონ მათთვის საინტერესო შეჯიბრებები და ღონისძიებები.

საქართველოს საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის ორგანიზება 2011 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობასა და ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრ ” CERN”-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად განხორციელდა. ამავე მემორანდუმით ”ცერნში” მიმდინარე ყველა სამეცნიერო ექსპერიმენტის მონაწილეები ქართველებიც გახდნენ.

ამოქმედდა გაცვლითი სამეცნიერო პროგრამები, რომლის მიხედვითაც ცერნიდან მეცნიერები  საქართველოში ჩამოდიან და ღია ლექციებს უტარებენ ყველა დაინტერესებულ პირს. ასევე საქართველოდან ცერნში  გამოცდილების მისაღებად  სხვადასხვა სამეცნიერო ჯგუფები, მათ შორის ფიზიკის მასწავლებლები და ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტები მიემგზავრებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე