ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ სპეციალური ვებ-გვერდი შეიქმნა

შუა საუკუნეების ქართველი მოღვაწეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება ინტერნეტით გახდა შესაძლებელი. შესაბამისი ვებ-გვერდი www.qim.ge საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში შეიქმნა. 

პორტალზე თავმოყრილია IV–XVIII  საუკუნეებში მოღვაწე ქართველი საერო და სასულიერო პირების შესახებ როგორც სამეცნიერო, ასევე ვიზუალური მასალა. ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს მეფეების, წმინდანების, საეკლესიო პირების, მაშენებლების, მწერლებისა და სხვათა ცხოვრებასა და მოღვაწეობას, საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას, ისტორიული პერსონებისადმი მიძღვნილ სტატიებს. ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია ქართული ხუროთმოძღვრების, ჭედურობის, ნაქარგობისა და ხელნაწერების შესახებ.

პორტალი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბაზაზე განხორციელებული სამწლიანი სამეცნიერო კვლევის ფარგლებში შეიქმნა. მასზე მაღალკვალიფიციურ მეცნიერთა ჯგუფი მუშაობდა. სამეცნიერო პროექტი შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა 150 000-მდე ლარით დააფინანსა.  

ვებ-გვერდი საინტერესოა დარგის სპეციალისტებისთვის, მოზარდებისა და  საქართველოს ისტორიით დაინტერესებულ პირებისთვის. ამასთან, ის პოპულარიზაციას გაუწევს საქართველოს მრავალსაუკუნოვან ისტორიას.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე