ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრი ინგლისური ენის წყნეთის საზაფხულო სკოლას ეწვია

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი წყნეთის BUCKSWOOD-ის საზაფხულო სკოლას ეწვია, სადაც ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადებში გამარჯვებული 150 მოსწავლე ისვენებს. დასვენების პარალელურად, მოზარდები ინგლისური ენის ცოდნას იღრმავებენ, ჩართულნი არიან სპორტულ და კულტურულ ღონისძიებებში. 

საზაფხულო სკოლაში სტუმრობისას დიმიტრი შაშკინი იმ პროგრამას  გაეცნო, რომელსაც  მოსწავლეები საზაფხულო სკოლაში გადიან. მინისტრი საცხოვრებელი პირობებითაც დაინტერესდა და ბოლოს ბავშვებთან ერთად ინგლისური პოპულარული თამაში - კრიკეტი (Cricket) და paintball-ი ითამაშა.

სამინისტრო 2012 წლის 17 ივნისიდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ოთხ ნაკადად, წყნეთის BUCKSWOOD-ის სკოლაში ახორციელებს პროექტს: ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები საქართველოში” და ”ინგლისური ენის საზაფხულო სკოლები გაერთიანებულ სამეფოში”, რომელშიც საქართველოს ზოგადსაგანამათლებლო სკოლების  600  წარმატებული მოსწავლეა ჩართული, მათგან 32 საუკეთესო ორი კვირით ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

ქართველ პედაგოგებთან ერთად, საზაფხულო სკოლაში სამინისტროს პროგრამის ”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ჩამოსული ინგლისურენოვანი პედაგოგებიც ასწავლიან. სკოლას უცხოელი ექსპერტი ხელმძღვანელობს გაერთიანებული სამეფოდან.  საზაფხულო სკოლის ხანგრძლივობა 21 დღეა.

წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების ეს პროგრამა მეოთხე წელია მოქმედებს და იგი მომავალშიც გაგრძელდება.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე