ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დამწერლობის ფესტივალი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის ორგანიზებით ,,დამწერლობის ფესტივალი’’  იმართება. სამდღიანი ფესტივალი დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გახსნა.

ფესტივალის მიზანია ქართული დამწერლობის, როგორც კულტურული ფენომენის პოპულარიზაცია და საუკუნეების ტრადიციის მქონე ქართული კალიგრაფიული სკოლის აღორძინება.

ფესტივალის პირველ დღეს,  საყოველთაო წერის აქცია „ანბანათქება“ გაიმართა. აქციაში მონაწილეობას ათამდე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი და კალიგრაფიის თემით დაინტერესებული პირი იღებდა. მათი ნამუშევრები კი, საბოლოოდ ცენტრში შეინახება.

ფესტივალის მიმდინარეობისას  ქართული და უცხოური კალიგრაფიის „ვორქშოფები“ იმართება, ასევე მიმდინარეობს ანბანის თემაზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა - გაყიდვა, წარმოდგენილია კალიგრაფიის კუთხე. 

ფესტივალის მეორე დღე ცენტრის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაეთმობა: გაიხსნება ღვაწლმოსილ მეცნიერ თანამშრომელთა კუთხე, წარმატებულ სტაჟიორებს  გადაეცემათ სერტიფიკატები, ცენტრის ყველაზე აქტიური შემომწირველი კი, ექვთიმე თაყაიშვილის მედლით დაჯილდოვდება. ამავე დღეს გამოვლინდებიან კონკურსის „ქართული კალიგრაფია“ გამარჯვებულები, საუკეთესო ნამუშევრების ავტორები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დაჯილდოვდებიან ფულადი პრიზებითა და სერთიფიკატებით. გაიხსნება კალიგრაფიის კონკურსის მონაწილეთა ნამუშევრების გამოფენა.

ფესტივალის ბოლო დღეს შედგება ალბომის – ,,ქართული დამწერლობა’’ – პრეზენტაცია, რომელშიც თავს მოიყრის ცენტრის კოლექციის გამორჩეულ ქართულ ხელნაწერთა ამსახველი ფოტოები. ასევე, გაიხსნება საბავშვო კუთხე, წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამა, ფესტივალს ფოლკლორული საღამო დაასრულებს.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე