ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

პირველი ივლისიდან სტუდენტური ფასდაკლების ბარათები ამოქმედდა

2012 წლის პირველი ივლისიდან სტუდენტური ფასდაკლების ბარათი - „გაიმარტივე ცხოვრება“ ძალაში შევიდა. ბარათს სტუდენტები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში მიიღებენ. პროექტი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივით ხორციელდება. ფასდაკლების ბარათით სარგებლობა ყველა ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტს შეუძლია.

ფასდაკლების ბარათის მეშვეობით, სტუდენტები სხვადასხვა სახის ფასდაკლებით ისარგებლებენ სახელმწიფო სტრუქტურებსა და კერძო კომპანიებში, ტრანსპორტით მგზავრობისას (რკინიგზა, მეტრო, ავტობუსი), ინტერნეტითა და მობილური ტელეფონებით სარგებლობისას, კომპიუტერული ტექნიკის შეძენისას, კულტურულ და გასართობ (კინო, თეატრი, მუზეუმები, წიგნის მაღაზიები და სხვა) ცენტრებში, კვების ობიექტებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებში, ასევე სხვადასხვა ტიპის სავაჭრო დაწესებულებებსა და კომპანიებში.

სტუდენტური ბარათის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე www.studentcard.ge

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე