ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

დასრულდა მასწავლებელთა გამოცდა პროფესიულ უნარებში

საგამოცდო ცენტრებში პედაგოგოებისთვის პროფესიულ უნარებში გამოცდა დღეს დასრულდა. პედაგოგები გამოცდებში 2 ივლისადან ჩაერთნენ. დარეგისტრირებული 40 000 - დან პროფესიული უნარები 32 000-მდე მასწავლებელმა ჩააბარა. 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ დღეს თბილისის საგამოცდო ცენტრი მოინახულა, რეგისტარციის პროცესს დაესწრო და მასწავლებლებს გაესაუბრა. მინისტრმა პედაგოგებს წარმატება უსურვა და აღნიშნა, რომ მიმდინარე რეფორმების მთავარი პრიორიტეტი მასწავლებელთა მხარდაჭერა, მათი კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა და ხელფასების გაზრდაა.

წელს გამოცდები ყოველგვარი ექსესებისა და ხარვეზების გარეშე მიმდინარებს. პედაგოგთა გამოცდებზე ოთხი დღის განმავლობაში პროცედურული დარღვევების გამო გამოცდიდან მხოლოდ ერთი პედაგოგი მოიხსნა, დაგვიანების გამო არ დაიშვა 4, არ გამოცხადდა 8%.

6 ივლისიდან პედაგოგებისთვის საგნობრივი გამოცდები იწყება. პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.

2011 წელს 24 ათასამდე პედაგოგმა გაიარა რეგისტრაცია ხოლო 2012 წელს ეს რიცხვი 40 ათასამდე გაიზარდა.

პედაგოგთა მოტივაციის გაზრდა რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა, ერთ-ერთი მათ შორის გაზრდილი ხელფასებია. სერტიფიცირებული მასწავლებლების სახელფასო სქემა ასეთია: სერტიფიცირების დანამატი 75 ლარი; დამატებით ინგლისურისა და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში - 200 ლარი; ისინი, ვინც ინგლისურის და კომპიუტერის გამოცდის ჩაბარების შემდეგ საუკეთესო 25%-ში ხვდებიან, ხელფასი 1000 ლარი აქვთ; პედაგოგებს კი, რომლებიც საბუნებისმეტყველო საგნებში ლაბორატორიულ გამოცდას აბარებენ, ხელფასი კიდევ 75 ლარით ეზრდებათ.


ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე