ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მინისტრმა მასწავლებლებთან შეხვედრები დაიწყო

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე თბილისისა და რეგიონების პედაგოგებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს მართავს. მინისტრი მათ რეფორმის ფარგლებში მიმდინარე სიახლეებს და სამომავლო გეგმებს აცნობს.

მასწავლებლებთან შეხვედრისას მთავარი თემა   მიმდინარე სასერტიფიკაციო გამოცდები და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაა. მინისტრის განმარტებით, ამ მიმართულებით სამინისტრო მუდმივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

მასწავლებლებთან მინისტრის შეხვედრები კითხვა-პასუხის  რეჟიმში მიმდინარეობს. შეხვედრებზე ხატია დეკანოიძე იმ პრობლემებითაც ინტერესდება, რომელიც პედაგოგებს აქვთ და რომელთა მოგვარებაშიც მათ თანადგომა ესაჭიროებათ.

მასწავლებლებთან ანალოგიური შეხვედრები  მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრი დედაქალაქისა და რეგიონების ყველა დირექტორსა და მასწავლებელს შეხვდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე