ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

საქართველოს მოსწავლეთა ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრნენ

საქართველოს მოსწავლეთა მათემატიკისა და ბიოლოგიის ნაკრები გუნდები საერთაშორისო ოლიმპიადებზე გაემგზავრა. მოსწავლეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა გააცილა.

მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადა არგენტინაში, მარდელ-პლატაში, ხოლო ბიოლოგიის 23-ე ოლიმპიადა სინგაპურში გაიმართება. მონაწილე გუნდებს როგორც თეორიული, ასევე ექსპერიმენტული ამოცანების ამოხსნა მოუწევთ. 

საქართველოს ნაკრებ გუნდებთან ერთად ოლიმპიადებზე მწვრთნელებიც გაემგზავრნენ. ისინი მონაწილეობას მიიღებენ საორგანიზაციო კომიტეტის მუშაობასა და ქართველი მოსწავლეებისთვის ამოცანების თარგმნაში.
2012 წლის ოლიმპიადებში საქართველოს სახელით 19 მოსწავლისგან დაკომპლექტებული 4 გუნდი იასპარეზებს. ყველა მათგანმა უკვე გაიარა საერთაშორისო კომიტეტების მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისი ერთთვიანი სპეციალური მომზადება.

საერთაშორისო ოლიმპიადა 2012-სთვის საქართველოს ნაკრები გუნდების მომზადება შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო. მათემატიკოსებისა და ბიოლოგების გარდა, საქართველოს სახელით საერთაშორისო ოლიმპიადებში ფიზიკისა და ინფორმატიკის ნაკრები გუნდებიც იასპარეზებს. ისინი ესტონეთსა და იტალიაში ივლისსა და სეტემბერში გაემგზავრებიან.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე