ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ხატია დეკანოიძე ქუთაისში მოსახლეობას შეხვდა და პრეზიდენტის ინიცირებული ახალი პროექტი - ”პროფესიული გადამზადებისა და პროფესიული ორიენტაციის ტრენინგები” გააცნო. მინისტრმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.

ახალი პროექტი ნებისმიერ მსურველს საშუალებას აძლევს  გადამზადების ორთვიანი კურსი გაიაროს ინგლისურ ენაში, კომპიუტერულ უნარ-ჩვევებსა და  პროფესიულ ორიენტაციაში და სურვილისამებრ  აირჩიოს  ერთი, ორი ან სამივე ტრენინგი ერთად. ტრენინგების კურსი მონაწილეებს შემდგომ დასაქმებაში დაეხმარება.  20 ქალაქისა და რაიონული ცენტრის 80 ტრენინგცენტრში    ერთდროულად 20 000 ადამიანი უფასოდ გადამზადდება.

პროექტის ფარგლებში მსურველთა რეგისტრაცია 2012 წლის  16 ივლისიდან იწყება და 10 სექტემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია ელექტრონულად რესურსცენტრებში, საჯარო სკოლებსა და ვებგვერდზე: www.po.ge იწარმოებს. რეგისტრაციისათვის საჭიროა მხოლოდ საქართველოს  მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტრენინგები 15 სექტემბერს დაიწყება და 15 ნოემბრამდე გაგრძელდება. სალექციო კურსს  პროფესიონალი ტრენერები ჩაატარებენ. სპეციალურად ამ ტრენინგებისათვის სახელმძღვანელოები შეიქმნა. ყველა საჭირო სახელმძღვანელო და სასწავლო მასალა მონაწილეებს უფასოდ დაურიგდებათ.

ტრენინგების ცენტრები  შემდეგ ქალაქებში გაიხსნება: რუსთავი, თელავი, გურჯაანი, გორი, ხაშური, ბორჯომი, ახალციხე, ახალქალაქი, ზესტაფონი, ჭიათურა, ქუთაისი, სამტრედია, ტყიბული, ონი, სენაკი, ზუგდიდი, ფოთი, ქობულეთი, ოზურგეთი,  მესტია.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე