ვებგვერდი ერთი თვის განმავლობაში მუშაობს სატესტო რეჟიმში. ინფორმაცია შესაძლოა არასრული ან არაზუსტი იყოს.

მნიშვნელოვნი ინფორმაცია “Summer Job”-ში მონაწილეობის მსურველთათვის

სტუდენტებს, რომელთაც 20 მარტს და დამატებითი რეგისტრაციის დროს ვერ მოახერხეს საზაფხულო დასაქმების პროგრამაში ჩართვა, ეძლევათ შანსი ზაფხულის პერიოდში დასაქმდნენ.

იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სამუშაო ადგილი პროგრამაში დარეგისტრირებული მონაწილის მიერ უარის თქმის ან გამოთიშვის გამო გათავისუფლდება, მის ადგილს  სარეზერვო სიაში მყოფი სტუდენტი დაიკავებს.

სარეზერვო სიაში მოხვედრის მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაცია  საზაფხულო დასაქმების ვებგვერდზე www.summerjob.ge გაიარონ. პირადი ნომრის შეყვანის და სტუდენტის იდენტიფიცირების შემდეგ, პირი  მისთვის სასურველ სამუშაო ადგილს ირჩევს, რომელზეც  ვაკანსიის გაჩენის შემთხვევაში დასაქმდება. სტუდენტი ყურადღებით უნდა იყოს სამუშაოს არჩევის დროს, ვინაიდან  მხოლოდ ერთი სამუშაო ადგილის არჩევაა შესაძლებელი.

სარეზერვო სიაში დარეგისტრირება არ ნიშნავს, რომ სტუდენტი არდადეგების პერიოდში აუცილებლად დასაქმდება. იგი დასაქმდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მის მიერ არჩეულ სამუშაო ადგილზე  ვაკანსია გაჩნდება.

სარეზერვო სიაში დარეგისტრირება მსურველთათვის 18 ივლისს 12 საათზე დაიწყება და 26 ივლისამდე გაგრძელდება.

ᲑᲝᲚᲝ ᲡᲘᲐᲮᲚᲔᲔᲑᲘ

გივი მიქანაძემ პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის (სპმთპ) XIII ყრილობაში მიიღო მონაწილეობა.გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ აფხაზეთის საჯარო სკოლების 2026 წლის საუკეთესო მასწავლებლებისა და ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს შედეგების ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართასაქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ბაია კვიციანისა და გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენლის, იზაბელა კასტროჯოვანის თანათავმჯდომარეობით, „გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს (2026–2030)“ მეორე შედეგების ჯგუფის — „განათლება, ჯანდაცვა და სოციალური დაცვა“ — სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ყველა სიახლე